საზოგადოება
განმეორებითი არჩევნები ვაქირში

1-vaqiri-sazoooo3თბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ცნობით, სიღნაღის საარჩევნო ოლქის ვაქირის მეხუთე საარჩევნო უბანზე 14 ოქტომბერს განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება და მისი შედეგებით გადაწყდება, თუ ვინ იქნება სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი. ინფორმაცია ამის შესახებ საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კორაშვილმა მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო მაჟორიტარულ არჩევნებში სიღნაღის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა ხმათა 48.7 %-ით გაიმარჯვა, ხოლო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გელა გელაშვილმა ხმების 47.19 % მიიღო.

სიღნაღის საოლქო-საარჩევნო კომისიამ ვაქირის საარჩევნო უბნის შედეგები 3 ოქტომბერს გააუქმა.