პუბლიკაციები
საქართველოში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე" დაფუძნდა!

1-religia-analitikaთბილისი, 5 ნოემბერი, საქინფორმი. 2012 წლის 2 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორ ლოცვა-კურთხევით საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე" დაფუძნდა, რომლის მიზანიც საქართველოსათვის წმიდათაწმიდა ღირებულებების - მამულის, ენის, სარწმუნოების, დედაეკლესიის, ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვა.

საზოგადოებრივი მოძრაობის დაარსების იდეა დიდ ქართველ პოეტს რეზო ამაშუკელს ეკუთვნის და მასთან ერთად "ლაზარეს"დამფუძნებლები არიან გამოჩენილი ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, სახელოვანი მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, პოეტები, ჟურნალისტები, მხატვრები, ექიმები და საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ადამიანები.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ლაზარე" ერთადერთი საზოგადოებრივი მოძრაობაა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის დამფუძნებელთა შორის ამდენი სახელოვანი და ავტორიტეტიანი ადამიანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როცა მათ სახელებსა და გვარებს წაიკითხავთ:

მარიამ ლორთქიფანიძე

რეზო ჩხეიძე

ჭაბუა ამირეჯიბი

რობერტ სტურუა

გიგა ლორთქიფანიძე

ოთარ მეღვინეთუხუცესი

რეზო ამაშუკელი

როინ მეტრეველი

ჯიბსონ ხუნდაძე

ჯემალ აჯიაშვილი

თამაზ წივწივაძე

ვაჟა ლორთქიფანიძე

ანზორ ერქომაიშვილი

ანზორ მელია

ილია პატაშური

ალეკო ცინცაძე

გოგი ხოშტარია

დიმა ჯაიანი

ბაკურ გულუა

სერგო ვარდოსანიძე

გრივერ ფარულავა

ფრიდონ ინჯია

ელიზბარ ჯაველიძე

მარიამ ცაცანაშვილი

გელა ქოქიაშვილი

ჯონი ხეცურიანი

ჯემალ აზარიაშვილი

თამრიკო ჭოხონელიძე

მინდია უგრეხელიძე

ლაშა ნადარეიშვილი

ვახტანგ ხარჩილავა

ნუგზარ ბაგრატიონი

ბაჩანა ბრეგვაძე

იური ვაზაგაშვილი

არნო ხიდირბეგიშვილი

ზაზა ხატიაშვილი

სოსო მანჯავიძე

დავით მხეიძე

ლექსო კობაიძე

ლევან თოდაძე

გიგა ალბორაშვილი

ნათია კეპაშვილი

გიორგი სარიშვილი.

ძვირფასო მკითხველო, საზოგადოებრივი მოძრაობა `ლაზარეს~ დამფუძნებელთა შორის მეც, „ასავლ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, გახლავართ და პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის ნამდვილად საამაყოა ზემოჩამოთვლილი ადამიანების გვერდით დგომა და მათი თანამებრძოლობა ისეთ საქმეში, რომელსაც ქართველი ერისათვის სასიცოცხლო ღირებულებების დაცვა ჰქვია და რომელიც ქართული ავტოკეფალიური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელის მიერ არის დალოცვილი და კურთხეული.

დაბოლოს, ხაზგასმით აღვნიშნავ იმას, რაც 2 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში საზოგადოებრივი მოძრაობა `ლაზარეს~ დამფუძნებლებმა გააცხადეს:

_ ეს არ არის ორგანიზაცია, რომელიც ვინმეს წინააღმდეგ საბრძოლველად ანდა ვინმეს მხარდასაჭერად შეიქმნა, ეს არის მოძრაობა, რომელიც, როგორც დასაწყისშივე მოგახსენეთ, ქართული ეროვნული ღირებულებების, ქრისტიანული ფასეულობების დასაცავად იბრძოლებს და ეს ბრძოლა იქნება ისეთი, როგორიც ზემოჩამოთვლილ სახელოვან ადამიანებს, საქართველოს და ქართველ ხალხს შეჰფერის!

www.asavali.ge