სამართალი
თბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. წუხელ, 20.30 საათზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მთავარ პროკურატურაში დაიბარეს მოწმის სტატუსით.
მთავარი პროკურორის – არჩილ კბილაშვილის, განცხადებით, საქმე ეხება ცალკეულ პირთა მიმართ მოპყრობის არასწორ ფორმებს.საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოკვლევა სამსახურებრივი უფლებების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო.
ბაჩო ახალაიას დაკითხვა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ადვოკატ დავით დეკანოიძის ინფორმაციით, ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.