პოლიტიკა
ივანიშვილი: „დღეიდან ისე მოვექცევი სააკაშვილს, როგორც ევროპას ეკადრება...“

1-biZo-politiii3საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში ვიზიტით ყოფნისას სააგენტო „როიტერთან“ განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ სააკაშვილთან მჭიდროდ ითანამშრომლებს და მწვავე პოლიტიკურ მეტოქესთან ურთიერთობაში უფრო კონსტრუქციულ გზას აირჩევს. „ჩვენ დღეიდან, მე, პირადად, სააკაშვილს და წინა ხელისუფლებას, რომელიც დღეს ოპოზიციაშია, მოვექცევით ღირსეულად, მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებს ქართველი ხალხის კულტურა, საქართველოს დიდი კულტურა, ჩვენ არ ვპასუხობთ მათ შესატყვისად, როგორც გვექცეოდნენ ისინი ჩვენ, როგორც ოპოზიციას. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, ნატოს წევრ ქვეყნებს, და ჩვენ მოვექცევით ისე ჩვენს ოპოზიციას, როგორც ეკადრება ევროპას, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას – საქართველოს, და არა ისე, როგორც ისინი იმსახურებენ“.

პოლიტიკურ მეტოქესთან თანამშრომლობის იმედს იტოვებს მიხეილ სააკაშვილიც, რომლის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.