აქტუალური
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გოჩა ლორთქიფანიძე დაინიშნა

1-lortkipanidzeსაქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრის მთავარ მოადგილედ გოჩა ლორთქიფანიძე დაინიშნა, რომელიც 2005-2010 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს კიდევ ერთ მოადგილეს  წარადგენს.

როგორც საქინფორმს სამინისტროდან აცნობეს, გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის სამინისტროში კოორდინაციას გაუწევს ოთხი დეპარტამენტის მუშაობას. მას საერთაშორისო საჯარო სამართლის, არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო, აგრეთვე, ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტები დაექვემდებარება. სამინისტროს ცნობით, გოჩა ლორთქიფანიძე იურისტია, განათლება მიიღო საქართველოსა და დასვლეთის ქვეყნების უნივერსიტეტებში, აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება ევროპისა და აშშ-ის წამყვან კვლევით ცენტრებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში კონფლიქტოლოგიის, ევროპის უსაფრთხოების, საქართველოსა და ევროატლანტიკური დემოკრატიების თანამეგობრობის საკითხებზე, არის საქართველოსა და უცხოეთში გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი.