აქტუალური
კახა კუკავა მოსკოვში შეხვედრებს მართავს

1-kuka-aqtuaa1საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა მოსკოვში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრათაგან პირველი უკვე გაიმართა კახა კუკავასა და „რუსი და ქართველი ერების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტ ვლადიმერ ხომერიკის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების დეპარტამენტის თავმჯდომარე ალექსეი პავლოვსკსა და აღნიშნული დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი დვინიანინთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა რუსულ-ქართული ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები.