აქტუალური
ივანიშვილი დიდი ბრიტანეთის მინისტრ დევიდ ლიდინგტონს შეხვდა

1-biZii-aqtuaaa1საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრ დევიდ ლიდინგტონს შორის შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მხარეებმა ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველომ მოახერხა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა. ბიძინა ივანიშვილმა დიდი ბრიტანეთის მინისტრს ის მთავარი პრობლემები და გამოწვევები გააცნო, რის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა. საუბარი შეეხო საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების დარეგულირების თემას, ასევე, საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია და მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის მინისტრს იმ დახმარებისთვის, რასაც ბრიტანეთი ამ მიმართულებით უწევს საქართველოს. 
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პერპექტივებზე, სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე.

ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გამოიყენებს სოფლის მეურნეობის სფეროში დიდი ბრიტანეთის დიდ გამოცდილებას.