საზოგადოება
საქართველოში პირველად „ვარდების რევოლუციის“ წლისთავს არ აღნიშნავენ

1-vardebi-sazogaaaa1საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ოფიციალურად პირველად არ აღინიშნება „ვარდების რევოლუციის“ წლისთავი. ინფორმაციას ამის შესახებ ახალი მთავრობის მეთაურის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველო 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს და დღეს საქართველოს მთავრობა კიდევ რაიმე მოვლენის აღნიშვნას არ აპირებს“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

„ვზგლიადის“ ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, რომლის ლიდერიც მიხეილ სააკაშვილია, ასევე, აღნიშნეს, რომ არავითარი „სპეციალური, პომპეზური ღონისძიებები არ იგეგმება“.

ამავე დროს, სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოწოდებები, დღეს, 23 ნოემბერს, „ვარდების მოედანზე“ შეკრებისა და ამ დღის აღნიშვნის თაობაზე. მოძრაობა „SOS“, რომელიც ახალ ხელისუფლებას „ოკუპაციური მთავრობის გამყიდველ რეჟიმად“ აფასებს, ვარდებით მსვლელობას გეგმავს. თუმცა, პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ღონისძიებასთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება „ვარდების რევოლუციის“ თარიღს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავდა. კერძოდ, 2011 წლის 23 ნოემბერს დედაქალაქში გაიმართა აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის, ძეგლის გახსნის ცერემონია, სადაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ „რეიგანი, როგორც არასდროს, აქტუალურია საქართველოსთვის“, რადგან მან დაანგრია საბჭოთა კავშირი და რუსეთს ხელიდან გამოჰგლიჯა საქართველო.