საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი რაგბის საერთაშორისო საბჭოს დელეგაციას შეხვდა

1-biZina-sazogadoeee1საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რაგბის საერთაშორისო დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრას რაგბის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გრემ მური, საბჭოს განვითარებისა და სანაკრებო განყოფილების თავმჯდომარე მარკ იგანი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ესწრებოდნენ.

მხარეებმა საქართველოში რაგბის განვითარების გეგმებზე ისაუბრეს.