აქტუალური
„ჩინელებზე 1 ლარად გადაცემული საქართველო“

1-zRva-aqtualuri1საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს ერთ-ერთი მკითხველი ატყობინებს, თბილისის მერიამ ერთ-ერთ ჩინურ კომპანიას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 420 ჰა მიწის ფართობი 1 ლარად გადასცა.

„ჩინელებზე 1 ლარად გადაცემული საქართველო“ – ასე მოიხსენიებს მკითხველი „პროექტს“ და განაგრძობს: „თბილისში მალე ჩინური დასახლება აშენდება. ამ ტერიტორიაზე კომპანიას სპორტული კომპლექსისა და ჩინური ქალაქის გაშენება აქვს გადაწყვეტილი. ეს ფაქტი შემაშფოთებელი შესაძლოა, არც ყოფილიყო, რომ არა ის უცნაური პირობები, რაზეც ქართული მხარე ჩინურ კომპანიას დათანხმდა. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 1კვ მიწის ფართობი 25-50 დოლარამდე მერყეობს, მერიამ კი ეს ტერიტორიები სულ რაღაც 1 ლარად გაასხვისა.თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ამხელა ფართობის 1ლარად გადაცემას რა მოტივი ჰქონდა, ამაზე დედაქალაქის ხელმძღვანელობას პასუხის გაცემა მოუწევს ახალი ხელისუფლების წინაშე, რომელსაც წინამორბედისგან არაერთი პრობლემა და თავსატეხი დახვდა. ზოგმა პრობლემამ თავი უკვე აღარ დამალა და ახალ ხელისუფლებას ბევრი ფიქრი უწევს ძველების შეცდომების გამოსწორებაზე“.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ „პროექტის“ ფარგლებში საქართველოში 125 ათასი ჩინელის ჩამოსახლება იგეგმება. „იმავე ჩინელების თემა საქართველოში ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური გახდა. საზოგადოება მათ მომრავლებას ჩვენს ქვეყანაში, ცოტა არ იყოს, შიშის თვალით უყურებს.

პირველი ჩინელი კი, რომელიც საქართველოში გამოჩნდა, სულაც არ იყო საზოგადოებისთვის საშიში – ის კი არა და, დიდი სარგებლობაც კი მოჰქონდა ჩვენი ქვეყნისათვის. ეს იყო ლაუ-ძენ-ძაუ, რომელმაც ჩაის პირველი პლანტაცია გააშენა საქართველოში“, – აღნიშნავს მკითხველი.

იგი ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ყველას სთხოვს დაფიქრებას და ხმის მიწვდენას ხელისუფლებისთვის, რომ შეწყდეს უცხოელთა ჩამოსახლება და მათთვის მიწის მიყიდვა, და საჭიროდ მიიშნევს ამ მხრივ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას.