პოლიტიკა
სააკაშვილი: „მე ტიმოშენკოს არ ვგავარ“

1-saak-politika1საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. პოლიტიკური დევნისთვის თავის ასაცილებლად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან უკრაინის „მეხუთე არხს“ განუცხადა.

კითხვაზე იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ იგი, ქართული მედიის მონაცემებით, თითქოსდა თავს ადარებს ტიმოშენკოს, სააკაშვილმა აღნიშნა: „მე არასოდეს გამიკეთებია ასეთი შედარება, არ მიმაჩნია, რომ ერთმანეთს ვგავართ, – და იქვე ღიმილით დასძინა, –  ყოველ შემთხვევაში, ჩემი ვარცხნილობით“. თუმცა, მისი თქმით, სიტუაცია ამ ორ ქვეყანაში ძალიან ჰგავს ერთმანეთს. „შეიძლება ითქვას, რომ ეს პოსტსაბჭოთა საზოგადოებაა. ხალხი ძირითადად, ღარიბია“, – დააზუსტა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, სურს თუ არა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ტიმოშენკოს საქმეების მაგალითზე, წინდაწინ დატოვოს საქართველო, რათა ხელისუფლებაში მოსული ოპოზიციის მხრიდან თავი აარიდოს პოლიტიკურ დევნას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს.

„ჯერ ერთი, ჩემი ვადა ერთი წლის შემდეგ იწურება. ეს დროის ხანგრძლივი მონაკვეთია, რადგან საქართველოში ძალიან სწარაფად იცვლება ყველაფერი. უკრაინაში, შესაძლოა, ამას მეტი დრო დასჭირდეს და უფრო ნელი პროცესი იყოს. საქართველოში კი მოსახლეობის განწყობა ძალიან მალე იცვლება. ამიტომ საქართველოდან გამგზავრებას არ ვაპირებ. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, აქ დავრჩები და მისი კუთვნილება ვიქნები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერს ტიმოშენკოსავით არ შეავიწროვებენ, რადგან ყველამ იცის, რომ „მას არც ერთი დოლარი არ მოუპარავს“.