საზოგადოება
კახა კუკავას შეხვედრები მოსკოვში

1-kukavaa-sazogadoo2საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან ატყობინებენ, მოსკოვში გაიმართა პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავასა და „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტ ვლადიმერ ხომერიკის შეხვედრა რუსეთის სახელმწიფო დუმის „ერთიანი რუსეთის“, „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისა“ და „კომუნისტური პარიის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან.

განსაკუთრებით თბილი შეხვედრა გაიმართა რუსეთის სათათბიროს ერთადერთ ქართველ დეპუტატ მიხეილ ბერულავასთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები.