სამართალი
საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფი „ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის“ საქინფორმს ატყობინებს, დღეს, 5 დეკემბერს, გაიმართება ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის სასამართლო პროცესი.
ჯგუფის ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, პროცესი 09:30 საათზე ჩაინიშნა. გუშინ გამართულ პროცესზე, იურისტის თქმით, საქმის არსებული განხილვის ფარგლებში, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომელიც საქმეზე სტუდია „მონიტორის“ მიერ ბეგიაშვილის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის დართვას ითვალისწინებდა. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.მოსიაშვილის თქმით, დღეს უკვე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ საქმესთან დაკავშირებით დასკვნითი სიტყვები უნდა მოამზადოს, გადაწყვეტილება კი შესაძლოა, დღესვე იქნეს მიღებული.