აქტუალური
სერბეთის ელჩმა ნატოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

1-milin-aqtuaaa2საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. ნატოში სერბეთის წარმომადგენელმა ბრანისლავ მილინკოვიჩმა  ბრიუსელის აეროპორტში თავი მოიკლა. ამის შესახებ „ფორბსი“ იუწყება.

ტრაგედია სამშაბათს, 4 დეკემბერს, მოხდა. მილინკოვიჩი აეროპორტის მრავალსართულიანი ავტოსადგომის პლატფორმიდან გადმოხტა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა სერბი დიპლომატები აეროპორტში თავის კოლეგებს ხვდებოდნენ. შესაძლო მიზეზებს, რომელთა გამოც მილინკოვიჩმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, არ იტყობინებიან.

სერბეთის საგარეო საქმეთა ანონიმური წარმომადგენლის თქმით, 52 წლის დიპლომატი სერბეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამინისტროს წარმომადგენელთა ჩამოსვლას ელოდებოდა, რომლებსაც შეხვედრები უნდა გაემართათ ნატოში. ყველასთვის მოულოდნელად სერბეთის ელჩი პლატფორმიდან გადახტა.

ყოფილი ჟურნალისტი ბრიუსელში ბელგრადის ინტერესებს 2004 წლიდან წარმოადგენდა. იგი ბელგიაში სერბიისა და ჩერნოგორიის სპეციალურ წარმომადგენლად იყო მივლინებული. ამ დრომდე მილინკოვიჩს  მუდმივი წარმომადგენლის პოსტი ეკავა ეუთოში, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მისი დიპლომატიური კარიერა 12 წელიწადს გრძელდებოდა.