საზოგადოება
გარემოვაჭრეების აქცია თბილისის მერიასთან

1-garemovaW-sazogadoo2საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. დედაქალაქის მერიასთან გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა შენობის წინ მოაწყვეს დახლი, სადაც ხილი, ბოსტნეული და სხვა პროდუქტი გამოფინეს და თბილისის მერიას მიმართეს თხოვნით, ახალ წლამდე გარევაჭრობის ნება დართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყოველდღიური საპროტესტო აქციებით დაიმუქრნენ. აქციის მონაწილეთა თქმით, გუშინ, 6 დეკემბერს, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ისინი საპატრულო პოლიციამ დაარბია.

თავის მხრივ, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე მალხაზ მუჯირიშვილის თქმით, გარევაჭრობა კანონმდებლობით აკრძალულია და ვერანაირი აქცია ამას ვერ შეცვლის. მისივე განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს გარემოვაჭრეების აღრიცხვა,  რის შემდეგაც გარემოვაჭრეებისთვის სავაჭრო ადგილები აგრარულ ბაზრებში გამოინახება.