აქტუალური
საქართველოს თომას მელია და ქეთრინ ნიუკომბი ეწვევიან

1-melia-aqtuaa2საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. 12-13 დეკემბერს სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ვიზიტად ეწვევიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე თომას მელია და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთრინ ნიუკომბი. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩო იტყობინება.

საელჩოს ინფორმაციით, დიპლომატები თბილისში შეხვედრებს გამართავენ მთავრობის, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რაც ქვეყანას ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორცილებისკენ მიაახლოებს“, – ნათქვამია ამერიკის საელჩოს ცნობაში.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ქვეყანას უკვე ეწვია ამერიკის ადმინისტრაციის ოთხი დელეგაცია. ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს ესტუმრნენ საგანგებო ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში მელან ვერვეერი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი და სახლმწიფო მდივნის მეორე მოადგილე სახალხო დიპლომატიისა და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში ბეი ფენგი.