აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში

1-saaka-aqtuaa2საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ვილფრედ მარტენსის პირადი მიწვევით ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრო. სამიტის მთავარი თემები ის საერთო ფასეულობები და მისწრაფებებია, რომლებიც ევროპელ ლიდერებს აერთიანებს.

სხდომის დასრულების შემდეგ, ვილფრედ მარტენსმა საქართველოს ახალ მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა პატივი სცეს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და შეინარჩუნოს ამ მხრივ მიღწეული პროგრესი.

ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ საქართველოში შექმნილ საგანგაშო სიტუაციაზე. წინა მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესსაც მიაღწია. თუმცა ახალი მთავრობის ქმედება დაპატიმრებები და მედიასაშუალებებზე ზემოქმედება ევროპაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ახალ მთავრობას მოვუწოდებთ, ხელი აიღოს მსგავს ქმედებებზე და პატივი სცეს დემოკრატიული სახელმწიფოს ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა მედიის თავისუფლება და ოპოზიციის უფლებები“, – განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა.

სამიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის წევრი და სხვა ევროპული სახელმწიფოს ლიდერებმა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ევროპული კომისიისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებმა.