აქტუალური
შსს მის ბალანსზე არსებულ ძვირადღირებულ ავტომანქანებს აუქციონზე გაიტანს

1-Sss-aqtualurii1საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს ბალანსზე არსებული ძვირადღირებული ელიტური ავტომანქანები აუქციონის წესით გაიყიდება. საუბარია „Range Rover“-ის, „Range Rover Sport“-ის, „Range Rover Vogue“-ის, „Mercedes S class“, „ML“, „BMW X6, X5, M5“-ის და სხვა მარკის ავტომანქანებზე, რომლებიც უწყებაში ახალი მინისტრის დანიშვნამდე იყო შეძენილი. ზოგიერთი მათგანის ღირებულება 100 000 დოლარს აღემატება, ხოლო მათი საერთო ტექნიკური მომსახურება წელიწადში მილიონ ლარზე მეტი ჯდებოდა.

შსს-ის გადაწყვეტილებით, სარეალიზაციოდ უკვე მზადაა 50-მდე ავტომანქანა, რომელთა წინასწარი ჯამური ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადეგნს. მათ სანაცვლოდ, შს სამინისტრომ უკვე შეიძინა „Toyota“-ს მარკის 30-მდე მაღალი გამავლობის და 10-მდე მსუბუქი ავტომანქანა. აღსანიშნავია, რომ ამ ბრენდის ავტომანქანები ექსპლუატაციის ხანგრძლივობითა და მინიმალური დანახარჯით გამოირჩევა.