აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი: „არცერთ შემთხვევაში არ ჩავერევით მედიის მუშაობაში და მის კოორდინაციაში"

1-biZ-aqtualuuu2საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ამ წუთებში „შერატონ მეტეხი პალასში“ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრისათვის აკრედიტაცია 150 ჟურნალისტმა გაიარა. პრემიერ-მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს მეორედ ხვდება.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, არ აპირებს მედიაზე კონტროლს: არცერთ შემთხვევაში არ ჩავერევით მედიის მუშაობაში და მის კოორდინაციაში. უბრალოდ, ჩვენ შევქმნით პოლიტიკური სიტუაციას უფრო სტაბილურს, გაცილებით სტაბილურს“.

მისი თქმით, არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს ბიზნესმენისა თუ ნებისმიერი მოქალაქის მიერ ტელევიზიის შეძენას  და ამით პოლიტიკურ გადატრიალებას: არცერთ შემთხვევში არ დავუშვებთ და არ მოხდება ის, რაც ხდებობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, რომ ბიზნესმენი თუ ნებისმიერი მოქალაქე შეიძენდა ტელევიზიას და ამით პოლიტიკურ გადატრიალებას ახდენდა. ოდნავ თუ რამეს ამის მსგავსს შემაჩნევთ, ხმა ამოიღეთ და გარწმუნებთ, რომ ჩემი რეაქციაც იქნება მყისიერი. ვერ მოხდება ტელევიზიის ქონებით პოლიტიკური გამარჯვებები. ეს პროცესი დასრულდება, მე ამის გარანტიას გაძლევთ“.

მისი თქმით, არავის ექნება საშუალება იმისა, რომ ტელევიზიის ფლობის შედეგად  პრეზიდენტი გახდეს. „სიტუაციას დავასტაბილურებთ ისე, რომ ვერ ააყირავებს ვერცერთი ბიზნესმენი და ვერც მეორე პოლიტიკოსი“, – აღნიშნა მან.