სამართალი
საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, როლანდ ახალაია ზუგდიდის პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს.მთავარი პროკურორის – არჩილ კბილაშვილის, მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებით, იგი წინააღმდეგია როლანდ ახალაიას საჯაროდ დაკითხვის:
„ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ კითხვები, რომლებსაც ჩვენ დავუსვამთ, ყველამ მოისმინოს, მაგრამ ასეთ რამეს კანონი არ ითვალისწინებს. მოწმის დაკითხვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ხდება. ეს მკაცრად გაწერილი დოკუმენტია. და მხოლოდ იმ ქმედებების განხორციელების საშუალებას ითვალისწინებს, რაც იქ წერია. ბატონმა როლანდ ახალაიამ ეს კარგად უნდა იცოდეს“.
თვითონ ახალაია მის დაკითხვასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
როლანდ ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურაში 50 საჩივარია შესული.