პოლიტიკა
„პარლამენტმა ვეტოს დაადო“

veto-politika3საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. პარლამენტის მიერ ორჯერ დამტკიცებული ამნისტიის კანონპროექტზე ხელმოწერის ბოლო ვადა პრეზიდენტს ხვალ ეწურება.

თუ მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის მიერ უკან გადაგზავნილ დოკუმენტს ხელს ისევ არ მოაწერს, კანონპროექტს ხელმოწერით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაამტკიცებს, რის შემდეგაც ამნისტიის კანონი ავტომატურად ამოქმედდება. 
პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული და პარლამენტის მიერ გადალახული ამნისტიის კანონის თანახმად, საპატიმრო დაწესებულებები 3 500-მა პატიმარმა უნდა დატოვოს. 5 ათასზე მეტ პატიმარს კი სასჯელი შეუმსუბუქდება, მათ შორის, მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებსაც. ამნისტიის კანონის აღსრულების ვადები განსხვავებულია. 
პოლიტპატიმრებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებები კანონის ამოქმედებიდან არაუმეტეს ერთი კვირის ვადაში უნდა დატოვონ, ყველა სხვა კატეგორიის პატიმრების გათავისუფლება მაქსიმუმ 2 თვეში უნდა დასრულდეს.