სამართალი
ურთიერთშელაპარაკებას სროლა მოჰყვა

zviadaur-samarTalii2საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის – ზურაბ ზვიადაურის (კოალიცია „ქართული ოცნება“),სახლს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლეს. ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. 

1 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ახმეტაში მცხოვრები,1986 წელს დაბადებული გიორგი  ქ. დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულს ამავე ქალაქში მცხოვრებ, პარლამენტის დეპუტატ  ზურაბ ზვიადაურის ძმასთან – ზვიად ზვიადაურთან, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა. მან დაშინების მიზნით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რამდენჯერმე გაისროლა  ზვიადაურის  საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რის შედეგადაც სახლი დაზიანდა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,  ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა), 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) დაიწყო. ჩადენილი დანაშაული  4-დან  7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.