აქტუალური
პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის სატელეფონო საუბარი გენერალ დემფსისა და ადმირალ სტავრიდისთან
ZnelaZe-aqtuaa2საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბის მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარტინ დემფსის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გაერთიანებული შტაბის უფროსი ესაუბრა ევროპის სარდლობის სარდალსა და ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლეს სარდალს ევროპაში, ადმირალ ჯეიმს სტავრიდისსაც.
სამხედრო მაღალჩინოსნებმა ღრმა მწუხარება გამოთქვეს ISAF-ის მისიაში სერჟანტ გიორგი კიკაძის გარდაცვალების გამო და პოლკოვნიკ ძნელაძეს პირადად სთხოვეს, აშშ-ის არმიისა და ევროპის სარდლობის სახელით, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს მიუსამძიმროს. სატელეფონო საუბრისას, გენერალმა დემფსიმ და ადმირალმა სტავრიდისმა საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსთან საქართველოს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში კონტრიბუციაზე, ქართველი სამხედროების მამაცობასა და პორფესიონალიზმზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საერთაშორისო მისიებში საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე.