პოლიტიკა
ცვლილებები საქართველოს საელჩოებში საზღვარგარეთ

elCebi-politika2საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს 18 ელჩი  თანამდებობას ტოვებს, იცვლება საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოსა და ეუთოში. მისიებს ტოვებენ ჩეხეთის, დიდი ბრიტანეთისა და უნგრეთის დიპლომატიური სტრუქტურების წარმომადგენლები. 
სამშობლოში ბრუნდება ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში სალომე სამადაშვილი. მთავრობის წარმომადგენლების მიერ ელჩებზე საუბრის დროს ყველაზე მეტი პრეტენზია სწორედ სამადაშვილის მიმართ ისმის. თუმცა ევროპარლამენტის საინიციატივო ჯგუფმა ხელისუფლებას წერილი გამოუგზავნა, რომელსაც პარლამენტში შემავალი ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი აწერს ხელს. თუმცა, ევროპელი კანონმდებლები სალომე სამადაშვილის ბრიუსელში საქმიანობას აფასებენ და მის მაღალპროფესიონალიზმზე საუბრობენ.

ელჩების გათავისუფლების პარალელურად, უკვე ვრცელდება ინფორმაცია მათ სავარაუდო შემცვლელებზე, იმ კანდიდატებზე, რომელთა სიასაც სამინისტრო პრეზიდენტს გადაუგზავნის. 
იმ ელჩების ნაწილს კი, რომელთაც პოსტის დატოვება უწევთ, ვადა წელს ეწურება, თუმცა, ისინი დროზე ადრე დატოვებენ თანამდებობებს.

ელჩების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი მისამართით არსებული პრეტენზია უსაფუძვლოა – არ ატარებდნენ ვიწრო პარტიულ  ინტერესებს და მხოლოდ საგარეო უწყებიდან წამოსულ ინსტრუქციებს ასრულებდნენ.