სამართალი
კუკავა: „დღევანდელი დღის შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციაში მის მიერ გატარებული ნებისმიერი წუთი არის არალეგიტიმური...“

kukava-samarTali3საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას უერთდებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთეს პარტიის ლიდერებმა.

კახა კუკავა განმარტებით, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ლეგიტიმური ვადა 5 იანვარს იწურება: „დღევანდელი დღის შემდეგ ნებისმიერი თვე, კვირა, დღე,  წუთი და წამი პრეზიდენტის რეზიდენციაში გატარებული მიხეილ სააკაშვილის მიერ – ეს არის არალეგიტიმური, ამიტომაც ვუერთდებით საზოგადოების მოთხოვნას“.

„მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ დაუშვას მსგავსი ქმედებები პრეზიდენტის მხრიდან. არ ვაპირებთ ამ მკვლელ რეჟიმთან თანაარსებობას, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის მხოლოდ დაბრკოლებაა“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ქმედება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მის წინსვლას აფერხებს. განცხადებას მხარს უჭერს ისტორიკოსი ზაზა აბაშიძეც.