პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის საშობაო მილოცვა

Soba-qarTuli-politika2საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს მშობლიურ მხარეში შეხვდა.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესა და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმერეთში,სოფელ ჭორვილაში, მდებარე 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში დაესწრო.

„შობა საყვარელი და ტრადიციული დღესასწაულია ყველა მართლმადიდებელი  ქრისტიანისთვის. ამ დღეს უდიდესი სიხარულით ველოდებით და ყველა ოჯახში საზეიმო განწყობა სუფევს. შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და მჯერა, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, ახალი შემართებით ავაშენებთ ჩვენს საოცნებო საქართველოს“, – ასე მიულოცა ბიძინა ივანიშვილმა მართლმადიდებლურ სამყაროს შობის ბრწყინვალე დღესასწაული.