სამართალი
საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. შსს-ის ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში შემოსვლის დროს საქართველოს მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ტარიელ მ. დააკავეს.
არსებული კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში „ლირიკა“ თავისუფალი ბრუნვიდან ამოღებულია და მისი შემოტანა მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეიძლება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 261-ე მუხლის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვა) მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 263-ე მუხლის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) მე-3 „ა“ ქვეპუნქტით. აღნიშნული დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.