აქტუალური
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ განცხადება

1-lazare-aqtuaa1საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. როგორც  საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარე“ საქინფორმს ატყობინებს, მოძრაობის თავმჯდომარე რეზო ამაშუკელი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის მართვის ზუგდიდიდან შესაძლო გაგრძელებას განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სააგენტო „პირველის“ მიერ გარცელებული ინფორმაციის თანხმად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა შესაძლოა, ქვეყნის მართვა ზუგდიდის რეზიდენციიდან გააგრძელოს. ე.წ. ოპოზიციის – „ნაცმოძრაობისა“ და მისი ლიდერისა და პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადებების, ქმედებებისა და ქვეყნის ბევრ რეგიონში საბოტაჟის მცდელობებიდან  გამომდინარე, აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობის რეჟიმში იმყოფება, ზუგდიდში მისმა გადასვლამ, შესაძლოა, სააკაშვილის მხრიდან ქვეყნის მორიგ პროვიკაციაში ჩათრევა და, რაც ყველაზე სახიფათოა –  საქართველოს ორად გახლეჩაც გამოიწვიოს! ქვეყანა ისედაც  ორხელისუფლებიანობის რეჟიმში ცხოვრობს და შესაძლოა (მალე), თუ პარლამენტი თბილისში გადმოვიდა და ქუთაისში პარლამენტის მუშაობა არ შეწყდა – საქართველოში, მართლაც პირველად მის ისტორიაში,  „ორპარლამენტიანობის“ პრეცედენტიც შეიქმნას.

პრეზიდენტის ბოლოდროინდელი უპასუხისმგებლო განცხადებებისა და „ნაცმოძრაობის“  ხელისუფლებაში დაბრუნების დიდი სურვილის გათვალისწინებით კი, სააკაშვილს საქართველოს სავალალო შედეგებამდე მიყვანაც შეუძლია. რომ შეუძლია, ეს საკუთარ თავზე 2008 წელს ქვეყანამ ერთხელ უკვე იწვნია.

ვაფრთხილებთ ქართველ საზოგადოებასა და ახალ ხელისუფლებას, რომ ასეთ შემთხვევაში  (პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციაში გადასვლის შემთხვევაში), დიდი ყურადღება გამოიჩინონ და ნებისმიერი გარედან დაგეგმილი პროვოკაციისთვის იყვნენ მზად! არ წამოეგონ პოლიტიკურად გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ინსპირირებულ არანაირ პროვოკაციას, რისი კარგი დიდოსტატიც, სამწუხაროდ, ყოფილი ხელისუფლება ყოველთვის გახლდათ“.