რელიგია
ივანიშვილი: „ჩვენ ბედნიერი ერი ვართ, რომ გვყავს ასეთი სულიერი მამა“
1-biZina-sazog1-relig2საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. გუშინ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მსოფლიო პატრიარქმა ერთობლივი წირვა აღასრულეს. წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. 
წირვის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი მისალოცი სიტყვა წარმოსთქვა, რომელშიც მისი უწმიდესობის უდიდესი ღვაწლი შეაფასა. ჩვენ დღეს გულწრფელად ვზეიმობთ ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის, მისი უწმიდესობის დაბადებიდან 80 წლისთავს და აღსაყდრებიდან 35 წლისთავს. მაშინ, როდესაც ქრისტიანულ სამყაროსა და, განსაკუთრებით, საქართველოში ათეიზმი და ქრისტიანობის წინააღმდეგ ძალები მძლავრობდნენ, მისმა უწმიდესობამ უდიდესი როლი შეასრულა იმისათვის, რომ ქართველ ერს გზა არ დაბნეოდა და მას სწორი გზა მისცა. უახლოეს წლებსაც თუ გავიხსენებთ, როდესაც ისევ გაურკვეველი ძალები მძლავრობდნენ და უტევდნენ ჩვენს ტრადიციებს, უტევდნენ ქრისტიანობას, ისევ მისმა უწმიდესობამ, ჩვენმა პატრიარქმა სწორი გზა უჩვენა ჩვენს ერს. ჩვენ ბედნიერი ერი ვართ, რომ გვყავს ასეთი სულიერი მამა, მისი უწმინდესობა, ჩვენი საყვარელი პატრიარქი ილია მეორე. მივულოცოთ მას და ვუსურვოთ დიდხანს ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენი ერის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 
მან, ასევე, მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს, რომელმაც პატივი დასდო საქართველოს პატრიარქს და საიუბილეო თარიღები პირადად მიულოცა.