აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა

1-Rarib-aqtualuri2საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 10 წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის 300-ზე მეტ წარჩინებულ სტუდენტს შეხვდა.

შეხვედრის დასაწყისში ახალგაზრდებს მინისტრმა თავისი ბიოგრაფია გააცნო. შემდეგ მან  პირველად წარადგინა შსს-ის სისტემის განვითარების 2013 წლის სტრატეგია.

მინისტრის განცხადებით, სტრატეგიის გეგმა მან, პირველ რიგში, სტუდენტებს წარუდგინა, რადგან სწორედ ახალგაზრდები უნდა გახდნენ იმის გარანტი, რომ, ზოგადად, ქვეყანა და, თუნდაც, სამართალდამცველი სტრუქტურები გაჯანსაღდეს.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებს ახალი ინიციატივა გააცნო და სამინისტროში დასაქმება შესთავაზა. მისი თქმით, ის პირადად მიიღებს სტუდენტებისგან მონაცემებს, მოხდება მათი კატეგორიზაცია და იმ შემთხვევაში, თუ იქნება სტუდენტების მხრიდან ინტერესი, ყველაფერს გააკეთებს წარჩინებული ახალგაზრდების დასასაქმებლად.

სამინისტროს  სისტემის განვითარების სტრატეგიის გეგმის პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ცნობისათვის: მსგავსი შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც მოაწყო, რომელმაც წარჩინებული სტუდენტებისთვის „კალა ფონდიდან“ სტიპენდიებიც კი გამოყო 200 ლარის ოდენობით.