აქტუალური
ღარიბაშვილი: „ასეთი ბინძური მეთოდებით მუშაობა არასწორად მიმაჩნია“

1-irakli-aktual-3საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას შემაშფოთებელ და სამწუხარო ფაქტს უწოდებს. მისივე განმარტებით, ყველასთვის ცნობილია, თუ რა მეთოდებით მუშაობდნენ ბოლო წლებში სამართალდამცავები.

ჩვენ კარგად გვახსოვს ციხის კადრები. ამგვარი ბინძური მეთოდები ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენ მას ვებრძვით. ამ მანკიერ თვისებებს სრულად აღმოვფხვრით და მთლიანად გავაჯანსაღებთ სისტემას. ამას ემსახურება ჩვენს მიერ წამოწყებული რეფომრები, რომელსაც ოპონენტები სკეპტიკურად უყურებენ. ამ ვიდეობების გავრცელება, ალბათ, საჭირო იყო იმისთვის, რომ საზოგადოებას თვალნათლივ დაენახა, რა უბედურებასთან ჰქონდა საქმე და ვისი დავალებით ხდებოდა ეს ყველაფერი. მე ასეთი ბინძური მეთოდებით მუშაობა არასწორად მიმაჩნია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მინისტრისავე განცხადებით, „ამ ფორმით არ უნდა მოხდეს ადამიანის მართვა. ეს არის წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, რასაც ჩვენ ვებრძვით“.