უცხოეთი
საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. შტუტგარტში, სამშაბათს, 15 იანვარს, ორი სავარაუდო რუსი ჯაშუშის სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამართლოს წინაშე წარდგნენ ცოლ-ქმარი ანდრეას და ჰაიდრუნ ანშლაგები, რომლებიც 2011 წელს დააპატიმრეს.
გერმანიაში ისინი სპეციალიზდნენ ევროკავშირისა და ნატოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე, მათ შორის, სამხედრო სფეროშიც.
გერმანული კონტრდაზვერვა ცოლ-ქმარზე აღმოსავლეთ ევროპელი და ამერიკელი კოლეგების დახმარებით გავიდა. მედიის ცნობით, ანშლაგების რუსმა ხელმძღვანელობამ წყვილის ჩავარდნის შესახებ შეიტყო, თუმცა, გერმანიიდან მათი გაყვანა დროულად ვერ მოახერხა. ჰაიდრუნი 2011 წელს - მარბურგში, მისი ქმარი კი ბალინგენში დააკავეს. დაკავებულებს 10-წლიანი პატიმრობა ელით.