სამართალი
ყოფილ ჩინოვნიკებს ნაფიცი მსაჯულები გაასამართლებენ

1-msajulebiსაქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა 16 იანვარს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ნაფიც მსაჯულებს საშუალებას მისცემს, ყოფილი და ამჟამინდელი ჩინოვნიკების საქმეებიც განიხილოს.

კანონპროექტი იუსტიციის სამიისტროს ინიციატივით მიიღეს. აღნიშნულ უწყებაში მიაჩნიათ, რომ ნაფიცი მსაჯულებისთვის ქვეყნის წინამორბედი ხელისუფლების წარმომადგენელთა სისხლის სამართლის საქმეების გადაცემა ახალი ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული პოლიტიკური რეპრესიების ბრალდების თავიდან აცილების საშუალებას მისცემთ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში 2011 წელს შემოიღეს. ამჟამად ის მხოლოდ მკვლელობებისა და გაუპატიურების საქმეებს განიხილავს და მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში მოქმედებს.

მიღებული კანონპროექტის თანახმად, ნაფიცი მსაჯულები ამიერიდან ყოფილი და ამჟამინდელი თანამდებობის პირთა  და, ასევე, მათი სავარაუდო თანამონაწილეების საქმეების განხილვასაც შეძლებს.

ამავე დროს, საპარლამენტო უმცირესობა გამოთქვამს ეჭვს, რომ ამ პირობებში ნაფიცი მსაჯულები ვერ უზრუნველყოფენ ყოფილი ჩინოვნიკების საქმეთა სამართლიან განხილვას, რადგან, მათი თქმით, „ისინი, ვინც წინა ხელისუფლებაში იყო, აპრიორი დამნაშავეებად არიან გამოცხადებული“, ამიტომ ნაფიცი მსაჯულები, სავარაუდოდ, ვერდიქტებს არა საქმის არსის, არამედ ამ შეხედულების მიხედვით გამოიტანენ.