სამართალი
სოხუმმა და თბილისმა შესაძლოა, დიალოგი დაიწყონ

1-sarkinigzo-mimosvla_265_230საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. სოხუმი თბილისისგან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე წინადადებებს ელის. ასეთი რეაგირება მოახდინა შეზღუდულად აღიარებული  აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე რუსეთთან დამაკავშირებელი სამხრეთ კავკასიის რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის აღდგენის აუცილებლობის თაობაზე. სტატია ამის შესახებ „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა.

ანქვაბის თქმით, თუ კონკრეტული იდეები იქნება, „დავსხდებით და კოლექტიურად განვიხილავთ“. თუმცა რაკიღა ჯერჯერობით კონკრეტული წინადადება არ არსებობს, ამ ეტაპზე სასაუბროც არაფერია.

ამასთან, ანქვაბმა განმარტა, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით ბევრი რეგიონული მოთამაშეა დაინტერესებული, თუმცა, მას ბუნდოვნად წარმოუდგენია, თუ როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს. „ამიერკავკასიის რკინიგზის მონაკვეთზე საბჭოთა პერიოდში 24 წყვილი სატვირთო და 14 წყვილი სამგზავრო მატარებელი მიმოდიოდა... ამიერკავკასიის აფხაზეთის რკინიგზა რეგიონში შემოსული ტვირთის 15 პროცენტს ატარებდა. იმ დროს სატვირთო და სამგზავრო მატარებლებით ეს ხაზი ძალიან დატვირთული იყო. დღეს რთულია რაიმეს თქმა. საჭიროა, სპეციალისტებმა შეისწავლონ, თუ რას მიიღებს ამით აფხაზეთი და რა მიზნები ამოძრავებთ პროცესში ჩართულ მხარეებს, – აღნიშნა ანქვაბმა.

სტატიის ავტორის აზრით, ანქვაბის სკეპტიციზმი შესაძლოა, აფხაზეთის რკინიგზის მძიმე მდგომარეობითაც აიხსნას, რომელიც დღეისათვის მძიმე მდგომარეობაშია. ფაქტობრივად, ოჩამჩირის შემდეგ ენგურისაკენ საერთოდ არაფერი არსებობს, აღდგენა კი მილიარდების დაბანდება სჭირდება.

ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ სომხეთში სტუმრობისას განაცხადა, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღსადგენად საქართველო ყველაფერს გააკეთებს: მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია, – განაცხადა ივანიშვილმა და რუსეთთან ურთიერთობების მოკლე ხანში აღგდენის იმედი გამოთქვა.

ამ განცხადებამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვია. სააკაშვილის განცხადებით, „აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა მხოლოდ ერთი ქვეყნის – რუსეთის ინტერესებში შედის“.