სამართალი
შსს-მ 493 თანამშრომელი გაანთავისუფლა
1-IDFI-samarTsa3საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოპოვებულ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს შსს-მ 2012 წლის 25 ოქტომბრიდან  11 დეკემბრამდე სამსახურიდან 493 თანამშრომელი გაანთავისუფლა.
საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ინსტიტუტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრული ინფორმაცია ვადის დარღვევით მიაწოდა.
„არ არის დაკონკრეტებული საკუთარი განცხადების საფუძველზე და ხელმძღვანელობის მიერ გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა“, – ნათქვამია ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.