უცხოეთი
დედ ჰასანზე თავდასხმის მსხვერპლი ქალი გონს მოვიდა

1postradavshaya-ucxსაქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. კრიმინალურ ავტორიტეტ ასლან უსოიანზე თავდასხმის დროს დაზარალებული ქალი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა, უკვე გონს მოვიდა.

რუსეთში ყველაზე გავლენიან ქურდად ცნობილი უსოიანი 16 იანვარს პოვარსკის ქუჩაზე ჩაცხრილეს. ოდნავ მოგვიანებით იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდასხმისას ორი ტყვია რესტორნის თანამშრომელ ქალსაც მოხვდა, რომელიც სკლიფოსოვსკის ინსტიტუტში გადაიყვანეს.