აქტუალური
რუსეთი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

1-oniSCenko-aqtuaa1საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მოსკოვში, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოსთვის ან თებერვლის დასაწყისში გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ დელეგაციის შემადგენლობას ქართული მხარე ოფიციალურად დაამტკიცებს, „როსპოტრებნადზორი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრთათვის ვიზების გაცემის მოთხოვნით მიმართავს.