აქტუალური
საქართველოს წარმომადგენლები ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდნენ

1-molaparakeba-aqtuaa2საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან საქართველოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში  შედგა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო 26-27 მარტს დაგეგმილი მომდევნო 23-ე რაუნდის მოსამზადებელ საკითხებს. მხარეებმა განიხილეს წინა რაუნდზე საქართველოს წარმომადგენლების მიერ დასმული წინადადებები.

შეხვედრის დასასრულ, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, ტრადიციული კონსტრუქციული გზით გააგრძელონ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან თანამშრომლობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით.