აქტუალური
ჯორჯ სოროსი: „მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის ახლა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაა“

1-soros-aqtuaa2საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი გუშინ საქველმოქმედო ორგანიზაციების სოროსის ფონდის დამფუძნებელს, ცნობილ ბიზნესმენ ჯორჯ სოროსს შეხვდა. მან ქართველი ჟურნალისტებისთვისაც გააკეთა კომენტარი: „საქართველოში დემოკრატია მოქმედებაშია, ჩატარდა არჩევნები, შეიცვალა მთავარობა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი რამ გააკეთა, თუმცა იყო დეფექტებიც. მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის ახლა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაა. გარდა ამისა, საქართველოში კორუფციის მაღალი დონე იყო და ახალი ხელისუფლება ამ მიმართულებითაც მუშაობს“.

პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ დავუთოღლუსთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების გზები დასახეს. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.

ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანული ნავთობკომპანია სოკარისმიერ გამართულ მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

დღის ბოლოს ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორისა და სულისჩამდგმელის, პროფესორ კლაუს შვაბისა და ქალბატონ ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ კერძო მიღებასა და სადილზე იმყოფებოდა. დახურულ მიღებას დავოსში მყოფი მაღალი რანგის სტუმრებიც ესწრებოდნენ.

დღეს ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სესიაზე – „ევროპული რენესანსის საფუძვლის ჩაყრა“ – სიტყვითაც გამოვა.

დღესვე ბიძინა ივანიშვილი ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს შეხვდება. გაიმართება შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან, ასევე, ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატისთან.

ფორუმის ფარგლებში პრემიერი შეხვდება ინდური კომპანია „TATA“-ს აღმასრულებელ დირექტორ მადჰუ კანანს, ლუკოილის“ გენერალურ დირექტოს ვაჰიტ ალეკპეროვს, „Black Stone“ ჯგუფის გენერალურ დირექტორ სტივენ შვარცმანთს, რუსჰიდროსაღმასრულებელ დირექტორ ევგენი დოდს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე მიწვეულია J.P. Morgan-ის სახელით გამართულ მიღებაზე. ის დაესწრება Microsoft-ის საღამოსაც.