აქტუალური
თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის საქმიანი ვიზიტი ისრაელში

1-israel-aqtuaa2საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ისრაელში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია საქართველოდან გუშინ გაემგზავრნენ. ისრაელში ვიზიტის მიზანი სამხედრო სამრეწველო საწარმო „დელტას“ ებრაელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა წარმოადგენს.

ცნობისათვის: სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „დელტა“ საქართველოში სამხედრო ტექნიკის ერთადერთი მწარმოებელი ორგანიზაციაა. „დელტა“ ცეცხლსასროლ იარაღს, ნაღმმტყორცნებს, ქვეითთა საბრძოლო და ჯავშანმანქანებს, ასევე, საარტილერიო სისტემებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, ჯარისკაცის აღჭურვილობას და სპეცტანსაცმელს, ოპტიკურ ხელსაწყოებს, საბრძოლო მასალებს, ბრძოლის მართვის სისტემებს და სამხედრო დანიშნულების სხვა პროდუქციას აწარმოებს. ორგანიზაციაში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.