აქტუალური
ორმხრივი თანამშრომლობის პროექტების ფინანსები გადანაწილდება

1-ormxrivi-aqtualuri1საქართველო, 1 თებერვლი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება. ამერიკული დელეგაციის ვიზიტის მიზანი თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფის მიმოხილვა იყო. ამ მიზნით შეხვედრაზე მხარეებმა გასული და მომავალი წლების სამხედრო დახმარების პროექტები და მათი ფინანსური ასპექტები განიხილეს.

გუშინ საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პროექტებთან დაკავშირებული ფინანსების გადანაწილების დოკუმენტიც გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ და აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს ევროპისა და აფრიკის რეგიონულმა დირექტორმა თომას ქეითლიმ.