აქტუალური
აშშ-ში საქართველოს შესახებ სწორი ინფორმაციის ჩატანა ამერიკის ელჩის დამსახურებაა
1-biZIna-aqtuaa3საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ყველაზე დიდ სტრატეგიულ პარტნიორად ამერიკის შეერთებული შტატები რჩება. მისი თქმით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ აშშ-ს ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობები დაამყარა და ამაში ამერიკის ელჩ რიჩარდ ნორლანდს დიდი წვლილი მიუძღვის. 
ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი რიჩარდ ნორლანდს. ჩვენი მინისტრების ვიზიტის შემდეგ კარგად გამოიკვეთა, რომ იქ სიტუაცია აბსოლუტურად გარკვეული და დალაგებულია და კარგად და სწორადაა ჩატანილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ეს ამერიკის ელჩის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.