უცხოეთი
სოჭის ოლიმპიადაზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

1-olimp-ucxსაქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. დაიწყო 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების გახსნის, დახურვისა და შეჯიბრის ცერემონიაზე ბილეთების გაყიდვა. ბილეთების გაყიდვის სტარტი თამაშების დაწყებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე გამოცხადდა.

რფ-ის მოქალაქეებისა და რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხოელებისთვის ბილეთების შეძენა შესაძებელია სოჭი-2014-ის საიტზე. ხოლო უცხოელები, რომლებიც რუსეთში არ ცხოვრობენ, ბილეთებს თავიანთი ქვეყნების ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტებისა და ასევე, ოფიციალური აგენტების მეშვეობით შეიძენენ.