პოლიტიკა
ივანიშვილი: „მიშა მკითხველი არ არის, არც მწერალია. მიშა მეტყველია“

1-biZIna-politikaa3საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში დღეს მიხეილ სააკაშვილის მოსალოდნელ გამოსვლასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: „მიშა არ წავიდა პარლამენტში, სამაგიეროდ, წავიდა ბიბლიოთეკაში“.

„მიშა არ წავიდა პარლამენტში, სამაგიეროდ, წავიდა ბიბლიოთეკაში, მაგრამ საკითხავად – არა. მიშა მკითხველი არ არის, არც მწერალია. მიშა მეტყველია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მოხსენებით დღეს უნდა გამოსულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას ყოველწლიური მოხსენებით საკანონმდებლო ორგანოს ნაცვლად, საჯარო ბიბლიოთეკიდან მიმართავს.

ცოტა ადრე გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებას დიპკორპუსისა და მედიასაშუალებების გამო საპატრიარქოს წარმომადგენლებიც უნდა დასწრებოდნენ, თუმცა, პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის ახლახან გაკეთებული განცხადებით, რაკიღა, პრეზიდენტის გამოსვლა დაგეგმილი ფორმატით აღარ იქნება, პატრიარქი აღარ შეაწუხეს.