აქტუალური
„ეს გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც გაკვეთილის მიღება შეუძლია“

1-usufa-aqtuaa-1-mTavariსაქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 8 თებერვალს, გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დადმულ სპექტაკლს მოქალაქეები წამოეგნენ: ეს იყო გამოწვევა, ეს იყო მისი მხრიდან დადგმული სპექტაკლი, რომელსაც მოქალაქეები წამოეგნენ და ამისთვისაც იყო გამიზნული“. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამ ფაქტებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც პარლამენტი, ვერც მთავრობა და ვერც პოლიცია. თუ საჭიროა, 5-ჯერ მეტი პოლიცია უნდა მივიყვანოთ თუნდაც ერთი მოქალაქის დასაცავად. ამ ნაწილში პასუხისმგებლობას არ უნდა გავექცეთ. თუმცა, ამასობაში, როდესაც თავად გეგმავენ მაპროვოცირებელ ქმედებებს, რათა გადაფარონ მოვლენები, ამაზე პასუხისმგებლობა ჩვენ ვერ დაგვეკისრება“, განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც გაკვეთილის მიღება შუძლია.

მისი თქმით, თბილისის მერი გიგი უგულავა პროვოცირებას ცდილობდა, როცა ხელების ქნევით სკანდირებდა: „აბა, მოდით!“, „აბა, ვინ ხართ!“, ჩიორა თაქთაქიშვილი კი გაილახა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქალაქის მერი და პრეზიდენტის სხვა მხარდამჭერები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი უსაფრთხო კორიდორის შესახებ, სადაც მათ უნდა გაევლოთ. როგორც მან აღნიშნა, თითოეული კადრი იქნება გაშიფრული და დამნაშავე სათანადოდ დაისჯება. მან საზოგადოებას სიმშვიდისა და კეთილგონიერებისკენ მოუწოდა.

1-aqtuaa-1-1 1-aqtuaa-1-2