უცხოეთი
რომის პაპი ტახტს ტოვებს

1-papa-rimski-ucxსაქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. რომის პაპი ბენედიქტ XVI  გადადგომას აპირებს. ამის შესახებ იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA იტყობინება. ვატიკანის წყაროს ცნობით, პაპი პოსტს 28 თებერვალს დატოვებს. თავისი გადაწყვეტილება პაპმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით ახსნა. პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ ეკლესიის სამართავად საკმარისი ძალები აღარ აქვს. თუმცა, ეკლესიის მსახურებას კვლავაც გააგრძელებს.

წარმოშობით გერმანელი იოზეფ რატცინგერი კათოლიკური ეკლესიის სათავეში 2005 წლის აპრილში მოვიდა, მაშინ იგი 78 წლის იყო. ამჟამად პონტიფიკოსი 85 წლისაა.