უცხოეთი
აშშ-ს ავღანეთიდან სამხედრო ტვირთი გააქვს

1-gruz-ucxსაქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ავღანეთში ამერიკის ჯარის სარდლობამ ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო და არასამხედრო ქონების გატანა დაიწყო.

სამხედრო დანიშნულების ამერიკულტვირთიანი სატრანსპორტო კონტეინერების პირველი ქარავანი დღეს დილით სამხრეთ პაკისტანში ყარაჩის პორტში ჩავიდა.

პაკისტანის ტერიტორიაზე ამერიკული კონტეინერები სატრანსპორტო კომპანია „ბილალ ასოშიეიტსმა“ „თორკჰამის“ სასაზღვრო პუნქტის გავლით ჩაიტანა. შემდეგ კი ტვირთი სახმელეთო გზით ყარაჩის პორტში გადაიტანეს.

ტვირთის პირველმა პარტიამ 25 კონტეინერი შეადგინა. სავარაუდოდ, ამ კვირაში ყარაჩიში კიდევ ერთი ასეთი სატრანსპორტო ქარავანი ჩავა.