აქტუალური
ივანიშვილი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

1-chichekსაქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისს ეწვია. შეხვედრა გაიმართა  თურქეთის დიდი ეროვნულ მეჯლისის თავმჯდომარესთან.

შეხ­ვედ­რა­ზე ბიძინა ივანიშვილმა და  ჯემილ ჩიჩექმა ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბისა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­ს სა­კითხებ­ზე.

პრესსამსახურის ინსფორმაციით, შეხვედრა 20 წუთის წინ დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დღეს დაიწყო.