უცხოეთი
NASA დედამიწასთან ასტეროიდის მოახლოებას პირდაპირი ეთერით უჩვენებს

1-asteroid-ucxსაქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. NASA პირდაპირ ეთერში დედამიწასთან ასტეროიდის სარეკორდო მოახლოების ჩვენებას გეგმავს. წინასწარი გათვლებით, ატეროიდი დედამიწას 27.6 ათასი კმ-ით მიუახლოვდება – ეს ამ ზომის კოსმოსური ობიექტისთვის რეკორდია. დედამიწიდან მინიმალურ მანძილზე ასტეროიდი 15 თებერვალს, 23:25 საათზე აღმოჩნდება.

ტრანსლაცია NASA-ს საიტზე 23:00 საათზე დაიწყება. სპეციალისტები ავსტრალიის ასტრონომიული ობსერვატორიიდან რეალურ რეჟიმში მიღებული ასტეროიდის ფოტოების კომენტირებას მოახდენენ.