საზოგადოება
ალასანია ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე

1-alasania-asazzoga3საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ქართული დელეგაცია თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით ბრიუსელში გაემგზავრა. ირაკლი ალასანია ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენსა და მის მოადგილესთან, ასევე, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის და ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალთან, გენერალ ჯოზეფ დანფორდთან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.